Logo

მაკა ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში

პოლიტიკა
221
Frontnews image description

დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების დიპლომატიური გზები და, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ მას. არ გვიჭირს პაველ ჰერჩინსკისთან კომუნიკაცია და გვექნება შესაძლებლობა, შევხვდეთ თბილისში, როდესაც დაბრუნდება ბრიუსელიდან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა,  ხომ არ აპირებს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის უწყებაში მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

"კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ იმ პოზიციას, რაც თბილისში გაჟღერდა პოლიტიკოსების მხრიდან და რაც არის ჩვენთვის შემაშფოთებელი. საქართველოს მიმართ ევროკავშირის ბიუროკრატიის დღევანდელი დამოკიდებულება შემაშფოთებელია. ნამდვილად შემაშფოთებელია ქართველი ხალხის ინტერესების, ქართველი ხალხის არჩევანის უგულებელყოფა, მაშინ როდესაც ასე ხშირად ხდება სწორედ ქართველი ხალხის ინტერესებით სპეკულირება. ახლაც ბრიუსელიდან ასეთი სპეკულაციები გვესმის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება საუბარი.

ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და სწორედ იმ საკითხებზე ვისაუბროთ, რამაც სამართლიანად გამოიწვია ქართული პოლიტიკური საზოგადოების აღშფოთება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები