მაკა ბოჭორიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ პროცესების შეფასება ხდებოდეს ობიექტურად


ავტორი
Front News საქართველო
საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება ობიექტურად ხდებოდეს.
აღნიშნულის შესახებ ბოჭორიშვილმა ეუთოს თავმჯდომარესთან ელინა ვალტონენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ყველა ვალდებულია, დაიცვას მოქალაქეების არჩევანი და პატივი სცეს მათ მიერ არჩეულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
„პროცესების შეფასება როცა ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ხდებოდეს ობიექტურად. დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის აუცილებლობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს სწორედ ის შეტევები, რომლებიც ხორციელდება დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, როგორიც არის, მათ შორის, პარლამენტი, პრეზიდენტის ინსტიტუტი. ყველა ის ინსტიტუტი, რომლის შექმნაში მონაწილეობს სწორედ სამოქალაქო საზოგადოება, როდესაც საკუთარი გადაწყვეტილებით მიდიან არჩევნებზე და ირჩევენ ხელისუფლებას. აბსოლუტურად დავეთანხმები ჩემს კოლეგას, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ნამდვილად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ ადამიანებს, მოქალაქეებს, ამომრჩეველს, რომელიც აკეთებს არჩევანს. ყველა ვალდებულია, დავიცვათ მათი არჩევანი და პატივი ვცეთ იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც სწორედ მათი არჩევანის შედეგად აირჩევა. ამ პატივისცემის კონტექსტში ასევე მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია გვქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატიული სახელმწიფოსთვის არ არის ნორმალური დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეტევაზე თვალის დახუჭვა. კანონის უზენაესობა დემოკრატიულ სახელმწიფოში არის ყველასთვის თანაბარი და ერთნაირი, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის სუბიექტი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
თაგები:
მაკა ბოჭორიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა