Logo

მაკა ბოჭორიშვილი - საკმაოდ არასწორად ჩანს ბრიუსელის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში

პოლიტიკა
189
Frontnews image description

საკმაოდ არასწორად ჩანს ბრიუსელის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ ვთვლით, რომ სრულიად უსამართლოა დამოკიდებულება საქართველოსთან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ უსამართლოა, არსებობს ობიექტური საჭიროებები, თუ რატომ უნდა იყოს დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

"რეალურად, პოლიტიკური დიალოგის არქონის პირობებში, მაშინ როდესაც ოფიციალური ბრიუსელის მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან შეწყდეს პოლიტიკური დიალოგი და უკვე წელიწადზე მეტია, ამ რეჟიმში უწევს საქართველოს გარკვეული ურთიერთობების წარმართვა, რაც, ერთი მხრივ, არის ბრიუსელის გადაწყვეტილება და, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს რეალობა, რომელშიც საქართველო ავითარებს ურთიერთობებს ორმხრივი მიმართულებით, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე მნიშვნელოვანია ევროპისთვის.

გლობალურად მიმდინარე პროცესების ფონზე, ძალიან ხშირად იკვეთება, თუნდაც ევროპის საჭიროებები, საქართველოს და ჩვენი რეგიონის შესაძლებლობები. ამ ყველაფრის ფონზე, საკმაოდ არასწორად ჩანს ბრიუსელის ასეთი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ ვთვლით, რომ სრულიად უსამართლოა ასეთი დამოკიდებულება საქართველოსთან, თუმცა, გარდა იმისა, რომ უსამართლოა, არსებობს ობიექტური საჭიროებები, თუ რატომ უნდა იყოს დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა შესაძლებლობა, რომლის დროსაც ხდება ევროპის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრები, გვაქვს მსჯელობა სხვადასხვა საკითხზე და ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ვთქვათ, რომ ამ მიდგომას დღეს ძალიან ბევრი არ იზიარებს ", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები