Logo

მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა

პოლიტიკა
288
Frontnews image description

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში, საგარეო საქმეთა მინისტრსა და დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი.

„დიპლომატები კახეთში „შატო ზეგაანში” ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ. გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიის მასტერკლასები. სტუმრებმა მოინახულეს ქარხნის ტერიტორიაზე გაშენებული ვაზის უნიკალური ჯიშები და ტრადიციულ რთველში მიიღეს მონაწილეობა.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს რთველში მონაწილეობისთვის. მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიება შესაძლებლობას აძლევს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წევრებს, გაეცნონ საქართველოს მდიდარ კულტურას, ტრადიციებს და ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვან ისტორიას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ უცხოელ დიპლომატებს ჩვენი ქვეყნისთვის მევენახეობა-მეღვინეობის მნიშვნელობასა და 2025 წლის რთველის მიმდინარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია და რთველის ტრადიცია გააცნო“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Advertisement