მაკა ბოჭორიშვილს და ანდრეი სიბიგას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ავტორი
Front News საქართველო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინული მხარის ინიციატივით, გაიმართა ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის სატელეფონო საუბარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდრეი სიბიგასთან.
მისივე ცნობით, საუბრისას განხილულ იქნა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს.





