Logo

მაკფოლი – მიდით ქართველებო! შეაჩერეთ ევროპიდან ეს უკუსვლა

პოლიტიკა
628
Frontnews image description

მიდით ქართველებო! შეაჩერეთ ევროპიდან ეს უკუსვლა. ნამდვილად გსურთ მომდევნო ბელარუსი გახდეთ? თქვენს პრორუს ლიდერებს ძალიან ცუდი მიმართულებით მიჰყავხართ, – ასე ეხმაურება  რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელის განცხადებას, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონის გაწვევისკენ მოუწოდა.

“საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონები „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, რომლებიც ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს ძირს გამოუთხრის და დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას გაზრდის. მოვუწოდებ საქართველოს ეს კანონი გაიწვიოს, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან უფრო შორს გადაჰყავს“, – განაცხადა ბორელმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები