Logo

მაკრონი - ეს არის დამორჩილების მცდელობა, თუმცა ევროპას ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები აქვს

მსოფლიო
66
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპის ქვეყნებზე ტარიფების დაწესებით ევროპის დასუსტებასა და დამორჩილებას ცდილობს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

"ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სავაჭრო შეთანხმებების მეშვეობით კონკურენცია ძირს უთხრის ჩვენს საექსპორტო ინტერესებს, მოითხოვს მაქსიმალურ დათმობებს და ღიად ისახავს მიზნად ევროპის დასუსტებას და დამორჩილებას“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ ეს ხდება ახალი ტარიფების დაუსრულებელ დაგროვებასთან ერთად, რაც "ფუნდამენტურად მიუღებელია".

მისივე თქმით, ევროპას წინააღმდეგობის გასაწევად ძლიერი ინსტრუმენტები გააჩნია.

"ევროპას ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები აქვს და ჩვენ ისინი მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როდესაც ჩვენ პატივს არ გვცემენ და თამაშის წესებს არ იცავენ", – აღნიშნა მაკრონმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები