მაკრონი – საფრანგეთი და ბრიტანეთი აპირებენ, უკრაინის კონტრშეტევაში დაეხმარონ


ავტორი
Front News საქართველო
საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უახლოეს პერსპექტივაში აპირებენ, დაეხმარონ უკრაინას კონტრშეტევაში, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან ერთად პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენი სურვილია უახლოეს პერსპექტივაში დავეხმაროთ უკრაინას გაუძლოს და დაიწყოს კონტრშეტევა, რომლის განხორციელებაც სურს“, – განაცხადა მაკრონმა.
პარიზში შეხვედრისას, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ხელს მოაწერენ შეთანხმებას რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად მაღალი სიზუსტის დარტყმის იარაღის შემუშავებაზე.
თაგები:
ემანუელ მაკრონი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს