Logo

მაკრონი – უკრაინელი მფრინავების მომზადება Mirage 2000-სთვის უახლოეს დღეებში დაიწყება

უკრაინა
268
Frontnews image description

საფრანგეთი უახლოეს დღეებში დაიწყებს უკრაინელი მფრინავების მომზადებას Mirage 2000-სთვის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ გაამჟღავნებს ახალ დეტალებს Mirage 2000-ის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ, მათ შორის, რა რაოდენობის მიწოდება იგეგმება.

 

“პრიორიტეტი არის პილოტების და მექანიკოსების მომზადების დაწყება. ეს არის ის, რაც უახლოეს დღეებში დაიწყება საფრანგეთში. ეს ჩვენს ტერიტორიაზე მოხდება“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

 

მაკრონმა სამხედრო დახმარების ფარგლებში უკრაინისთვის გამანადგურებელი თვითმფრინავების Mirage 2000 გადაცემის შესახებ 6 ივნისს განაცხადა.

 

საფრანგეთის ამ გადაწყვეტილებას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები გამოეხმაურა. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ Mirage 2000 შეძლებს, ეფექტურად შეასრულოს საბრძოლო მისიები.

 

Advertisement