მაკრონი - უკრაინის მომავალი ვერ გადაწყდება უკრაინელების გარეშე, ამის ნაწილი ევროპელებიც აუცილებლად იქნებიან


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის მომავალი ვერ გადაწყდება უკრაინელების გარეშე, ამის ნაწილი აუცილებლად ევროპელებიც იქნებიან, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ასევე გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან.
„ჩვენ კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, ვიმუშაოთ ერთად და გავაგრძელოთ „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში მუშაობა. უკრაინის მომავალი ვერ გადაწყდება უკრაინელების გარეშე, რომლებიც უკვე სამ წელზე მეტია, იბრძვიან თავიანთი თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის. ევროპელებიც აუცილებლად იქნებიან გადაწყვეტის ნაწილი, რადგან მათივე უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა. მე გავაგრძელებ მჭიდრო კოორდინაციას პრეზიდენტ ზელენსკისთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, – წერს ემანუელ მაკრონი.
თაგები:
ემანუელ მაკრონი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს