მალიარი – რუსები ბახმუტში “სირიულ ტაქტიკას” იყენებენ

ავტორი
Front News საქართველო
რუსი ოკუპანტები ბახმუტის ოკუპაციის მცდელობისას ე.წ. “სირიულ ტაქტიკას” იყენებენ, რაც მოიცავს მათ შორის, შენობების ტოტალურ განადგურებას, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
მისი თქმით, მტრის შეტევის მცდელობები ახლა შეინიშნება მარინკას, ავდიივკას და ბახმუტის მიმართულებით. ამავდროულად, ლიმანის მიმართულებით დამპყრობლებმა ვერ შეძლეს უკრაინელი დამცველების დაცვის გარღვევა და მათი აქტივობა შემცირდა, იქ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების დაბომბვა გრძელდება და ჯარების გადაჯგუფება მიმდინარეობს.
მალიარის თქმით, მტერს სურს ბახმუტში უკრაინელი დამცველების განდევნა მათი პოზიციებიდან.
“შენობებისა და ნაგებობების ტოტალური განადგურების ე.წ. “სირიული ტაქტიკის“ გამოყენებით, მტერი ზოგან მიიწევს წინ განადგურებული ობიექტების ხარჯზე. ამავდროულად, ჩვენი დამცველები ახორციელებენ აქტიურ თავდასხმას და მტერს ქალაქზე კონტროლის აღების საშუალებას არ აძლევენ. გარდა ამისა, მტერი გამუდმებით უტევს ბახმუტის გარეუბანს“, – განაცხადა მალიარმა.
მისივე თქმით, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით რუსები მთელი ძალით ცდილობენ შეინარჩუნონ კონტროლი ოკუპირებულ საზღვრებზე და აღკვეთონ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა.
თაგები:
ანა მალიარი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


