Logo

მალხაზ დოლიძე - ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი პურის ღირებულებაზე არ აისახება

Frontnews image description

"საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი პურის ღირებულებაზე არ აისახება.

მისივე განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ პური, ძირითადად, ბუნებრივ აირზე ცხვება.

"ელექტროენერგია იმდენად აქტუალური არ არის პურისთვის. როგორ არა, ნებისმიერი კაპიკი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენთან პური, ძირითადად, ბუნებრივ აირზე ცხვება. ბუნებრივ აირზეა ღუმელები. რაც შეეხება ელექტროენერგიას, ჩვენთან, ძირითადად, ეს არის განათება და ვენტილაცია. მით უმეტეს, ზამთარში არ ვრთავთ ვენტილაციას, სიცივეა. ღუმელებისთვის სითბოში მუშაობა ჯობია. ზაფხულში კი, მაინც თავისი ხარჯი აქვს.

რომ გითხრათ, ეს დიდად აისახება პურის ღირებულებაზეთქო, არ აისახება, პირდაპირაა გეუბნებით. ის ასორტიმენტი, რომელიც ყველაზე გავრცელებულია, მასზე ფასი არ შეიცვლება. მით უმეტეს, ხორბალმა ფასებში დაიკლო, მერე ისევ მოიმატა. ძალიან თამაშობს. ირანის ომის გამო, გემები, რომ წამოვიდნენ, ზოგი სხვა ქვეყნებში უნდა დაცლილიყო და შემოვიდნენ საქართველოს პორტებში. ხორბალი ახლა არის. შარშან რუსეთიდან რომ ვერ მივიღეთ, ყაზახეთიდან შემოვიტანეთ. ახლა პირიქით, ბევრია ხორბალი. ასეთი სიტუაციაა პურზე და სხვა პროდუქტებზე ვერ გეტყვით", - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები