
ავტორი
Front News საქართველო
პატრიარქის პროტოპრესვიტერი, მამა გიორგი ზვიადაძე რუსეთის პატრიარქ კირილის წერილს გამოეხმაურა, სადაც ილია მეორე ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად არ არის მოხსენიებული.
“მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს აქვს ყოველთვის ის პოზიცია, რაც არის ეკლესიური პოზიცია. საქართველოს საპატრიარქო არასოდეს არ ერიდება იმას, რომ საეკლესიო კანონიკური სამართლის ფარგლებში თავისი სიტყვა თქვას. მერწმუნეთ, რომ აქ არავითარი გაუგებრობა პატრიარქის ტიტულატრასთან დაკავშირებით მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ არის.
ხშირად მომისმენია მისი უწმინდესობის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მხრიდან პატრიარქის მოხსენება იმ ტიტულატურით, რომელიც მას აქვს მთელ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში”, – აცხადებს მამა გიორგი ზვიადაძე.
პატრიარქი კირილი ილია მეორეს ოფიციალურ სამძიმრის წერილს უგზავნის, რომელშიც სინოდის მღვდელმთავრის, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. წერილში კირილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად არ მოიხსენიებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს