მამაკაცი, რომელსაც ცოფის კლინიკური ნიშნები გამოუვლინდა, მკურნალობას აგრძელებს


ავტორი
Front News საქართველო
მამაკაცი, რომელსაც ცოფის კლინიკური ნიშნები გამოუვლინდა, ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს.
წყაროს ცნობით, 37 წლის მამაკაცს, რომელიც ძაღლმა რამდენიმე დღის წინ დაკბინა, აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა გაუმჯობესების ნიშნები შეინიშნება.
ამასთან, ბოლო ინფორმაციით, მამაკაცს ცოფის დიაგნოზი ლუგარის ლაბორატორიამ არ დაუდგინა.
კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.
ქუთაისში ცოფის შემთხვევა რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმაც დაადასტურა.
აღმაშენებლის გამზირზე, სადაც შემთხვევა დაფიქსირდა, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს