“მამამისს წამლებით ვასულიერებთ და უკვე ბავშვები აღარც დღეს ითვლიან, აღარც რიცხვებს, ყველაფერმა იმედი გაგვიცრუა”


ავტორი
Front News საქართველო
12,5 წელი, უდანაშაულო შვილი, უკვე 7 თვე ხდება ისედაც, იქ ზის. კაცი არ მოუკლავს, არანაირი საზღვარი არ არსებობს იქ, რომ გადაეკვეთა, თავის გაფორმებული იარაღით არავინ დაუჭრია, არავინ მოუკლავს, რას ედავებიან, არ ვიცი, – ამის შესახებ ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის დედამ განაცხადა.
"გვაიმედებენ, რომ ყველა ბერკეტს ავამუშავებთ, რათა ზაზა მალე დაუბრუნდეს ოჯახსაო, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მალე იქნება ეს დრო. ჩვენთვის უკვე 7 თვე ხდება და კიდე რამდენი მალეა, არ ვიცი. მამამისს წამლებით ვასულიერებთ და უკვე ბავშვები აღარც დღეს ითვლიან, აღარც რიცხვებს, ყველაფერმა იმედი გაგვიცრუა, ბებო. ამათთვის არც ახალი წელი იყო, არც დაბადების დღე, არც გაზაფხული, არც ზაფხული მოვა. არ ვიცი, ჩვენთვის რა იქნება", – განაცხადა ნანა ბუნტურმა ჟურნალისტებთან.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა დღეს მიუსაჯა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა