Logo

მამუკა გელაშვილი - მადლობა თითოეულ ბორჯომელს, რომ ქალაქის განვითარების და მშვიდობის უზრუნველყოფის ძალად მხოლოდ "ქართულ ოცნებას“ მიიჩნევენ

რეგიონები
62
Frontnews image description

ბორჯომის მერობის კანდიდატმა მამუკა გელაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გამართა შეხვედრები საკურორტო სოფელ ტბაზე და სადგერში.

მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს ტბის ადმინისტრაციულ ერთეულში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა ლურსმანაშვილი წარუდგინა.

შეხვედრისას, ადგილობრივებთან ისაუბრა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. სოფელ ტბაზე დასრულების ეტაპზეა სკვერისა და კორტების რეაბილიტაცია, მოეწყო შიდა გზები, გარე განათების სისტემა, განხორციელდა სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია და სხვა.

კანდიდატი  ბოლო კვირების  განმავლობაში, ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ხვდება. მას ახარებს მათი დამოკიდებულება  გუნდის მიმართ.

მამუკა გელაშვილის თქმით, ბორჯომელები ნამდვილად კარგად ხედავენ მიღწეულ შედეგებს. ის მადლობას უხდის თითოეულს, რომ საჭიროებების მოგვარების, ქალაქის განვითარების და მშვიდობის უზრუნველყოფის ძალად მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ მიიჩნევენ. 

თაგები:

ბორჯომი
Advertisement