მამუკა გელაშვილი - მოხარული ვარ, რომ ადგილობრივების საჭიროებები სრულად თანხვედრაშია იმ პრიორიტეტებთან, რაც მე და ჩემს გუნდს გვაქვს განსაზღვრული


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მან მორიგი შეხვედრა სოფელ ანდეზიტში, ციხიჯვარში, დიდ და პატარა მიტარბში მცხოვრებლებთან გამართა.
როგორც გელაშვილი აცხადებს, მოხარულია, რომ ადგილობრივების საჭიროებები სრულად თანხვედრაშია იმ პრიორიტეტებთან, რაც მას და მის გუნდს აქვთ განსაზღვრული.
სოფლებში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ ბორჯომის შტაბის უფროსი, გიორგი ფერაძე და შტაბის წევრები.
დაბა ბაკურიანის ადმინისტრაციულ ერთეულში დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილია ზურაბ კურტანიძე, ხოლო ციხიჯვარის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი ბლიაძე.
თაგები:
მამუკა გელაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს