მამუკა გელაშვილი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითოეულმა მოქალაქემ კიდევ უფრო მეტად კომფორტულ გარემოში იცხოვროს


ავტორი
Front News საქართველო
დღეს, “ქართული ოცნების” ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პროპორციული სიის პირველ ნომერთან, გიორგი ფერაძესთან ერთად, ლიკანში და სოფელ ლიკანიში მცხოვრებლებს შეხვდა.
ადგილობრივებს გააცნო გუნდის გეგმები, რომ ბორჯომი სხვადასხვა მიმართულებით მეტად განვითარებული მუნიციპალიტეტი გახადონ.
მერობის კანდიდატის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ კიდევ უფრო მეტად კომფორტულ და ინფრასტრუქტურულად განვითარებულ გარემოში იცხოვრონ.
მან მადლობა გადაუხადა თითოეულ ამომრჩეველს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის.
“მშვიდობა საქართველოს, მეტი განვითარება ბორჯომს!”- აცხადებს გელაშვილი.
თაგები:
მამუკა გელაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს