მამუკა კაციტაძე – მიმაჩნია, რომ ეს არის პრაქტიკულად ბოლო კვირა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისთვის


ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილთან დაკაშირებული საკითხი, არ არის მხოლოდ მოქალაქე სააკაშვილის პრობლემა, ეს საქართველოს პრეზიდენტის ირგვლის შექმნილი სიტუაცია, რომლის განმუხტვა უპირველესად ხელისუფლების, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის და საერთოდ, ქართული საზოგადოების ვალდებულებაა, – ამის შესახებ “ლელოს” პოლიტსაბჭოს წევრმა მამუკა კაციტაძემ Front News-თან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, “ლელო” უერთდება დღევანდელი აქციის მოთხოვნას, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის შესახებ, თუმცა არ მიიჩნევს, რომ ის პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს, არამედ, თვლის, რომ ექსპრეზიდენტი სამართლიანი სასამაღთლოს წინაშე უნდა წარდგეს.
“მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პრობლემა აღარ ატარებს პოლიტიკურ ან სამართლებრივ დატვირთვას, ის უფრო არის ჰუმანიტარული და მორალური საკითხი. არ მაქვს მოლოდინი, რომ დღევანდელი აქციით ხელისუფლება შეისმენს რაიმეს, თუმცა შექმნილი მდგომარეობა ჩვენ სახელმწიფოს აძლევს უკიდურესად შეზღუდულ დროს მოქმედებისათვის. მიმაჩნია, რომ ეს არის პრაქტიკულად ბოლო კვირა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისთვის, – მხედველობაში მაქვს სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი. დრო არის უკიდურესად შეზღუდული. ამავე დროს, ვხედავთ, ყოველდღიურად პოზიციების დაძაბვას ორ ურთიერთდაპირისპირებულ მხარეს და ეს ქმნის ფეთქებადსაშიშ პოლიტიკურ სიტუაციას. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ცაიტნოტში აყენებს როგორც ოპოზოციას, ასევე ხელისუფლებას, ამიტომ დრო პრაქტიკულად აღარ არის.
მიხეილ სააკაშვილთან დაკაშირებული საკითხი, არ არის მხოლოდ მოქალაქე სააკაშვილის პრობლემა ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ირგვლის შექმნილი სიტუაცია, რომლის განმუხტვა უპირველესად ხელისუფლების, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის, საერთოდ ქართული საზოგადოების ვალდებულებაა”- განაცხადა კაციტაძემ.
მისივე თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის მოსაძებნად “ლელომ” ხელისუფლებასა და ოპოზიციას შესთავაზა დიალოგი და არა დებატები.
“ჩვენ შევთავაზეთ დიალოგი და არა დებატები. ჩვენი შეთავაზების პასუხად პოლიტიკური დიალოგის შესახებ მივიღეთ პასუხად პრემიერ ღარიბაშვილისაგან, დებატები თუ უნდათ, მოვიდნენ პარლამენტშიო. სასესიო ფორმა არ არის მოლაპარაკების ფორმატი”, -განაცხადა კაციტაძემ.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს