მამუკა ხაზარაძე - როგორი უღირსი უნდა იყო, რომ ქართველს საერთაშორისო ორგანიზაციაში პირველი ადგილის დასაკავებლად მხარი არ დაუჭირო


ავტორი
Front News საქართველო
როგორი უღირსი უნდა იყო, რომ ქართველს საერთაშორისო ორგანიზაციაში პირველი ადგილის დასაკავებლად მხარი არ დაუჭირო, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე შენი ქვეყნის წარმომადგენლის მხარდაჭერა პარტიულ კუთვნილებასაც კი სცდება.
"როგორი უღირსი უნდა იყო, რომ ქართველს საერთაშორისო ორგანიზაციაში პირველი ადგილის დასაკავებლად მხარი არ დაუჭირო… ეს იგივეა, მსოფლიო სცენაზე ჩვენ წარმატებულ მომღერლებს, საერთაშორისო მოედნებზე ფეხბურთელებს ტაში არ დაუკრა და მხარდაჭერა არ გამოუცხადო. ზურა პოლოლიკაშვილისთვის მხარის არდაჭერა არის „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი უღირსი საქციელი!
არაბებს არაფერს ვერჩი, მაგრამ ქართველში როგორ უნდა გაცვალოთ?!
საერთაშორისო ასპარეზზე შენი ქვეყნის წარმომადგენლის მხარდაჭერა პარტიულ კუთვნილებასაც კი სცდება!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.
საქართველოს ხელისუფლებამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს