Logo

მამუკა ხაზარაძეს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

სამართალი
02.04.2025 / 15:02
274
Frontnews image description

სასამართლომ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს საგამოძიებო კომისიის “მოთხოვნის შეუსრულებლობის” გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მამუკა ხაზარაძეს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

მანამდე საგამოძიებო კომისიამ მამუკა ხაზარაძე სხდომაზე დაიბარა, რაზეც პოლიტიკოსმა უარი განაცხადა. სწორედ ამის გამო, წულუკიანის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ ხაზარაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

Advertisement