Logo

მამუკა მამულაშვილი – ედიშერ კვარაცხელია ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი იყო, გამნაღმველი და შეიძლება ითქვას, თავისმა პროფესიამ შეიწირა

უკრაინა
730
Frontnews image description

უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურის მამუკა  მამულაშვილის განცხადებით, უკრაინაში დღეს დაღუპული კიდევ ერთი ქართველი ედიშერ კვარაცხელია ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი იყო.  

 

“ედიშერ კვარაცხელია ქართულ ლეგიონში იყო 2 წელზე მეტხანს, ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი და იდეოლოგიურად  განწყობილი. სამხედრო ინჟინერი იყო, გამნაღმველი  და სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, თავისმა პროფესიამ შეიწირა. საქართველოს კოლაბორანტი ხელისუფლებისგან მხარდაჭერას არასდროს ველოდებოდით, ასე რომ, ეს არ გვიკვირს. საუბარია იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ მიუთითა რუსულ სპეცსამსახურებს, თუკი ტყვედ მოხვდებოდნენ ადამიანები, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად არიან ჩამოსულები, დაეხვრიტათ ისინი“, – განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.  

 

ედიშერ კვარაცხელია 10 ოქტომბრის გამთენიისას დაიღუპა. 

 

ქართველი მებრძოლი უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა.

 

ედიშერ კვარაცხელია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე იყო.

Advertisement