Logo

მამუკა მდინარაძე - 20-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა საპატიმრო დაწესებულება, მინდა პატრიარქს და მეუფეებს მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ ღიად მოგვიწოდეს

პოლიტიკა
266
Frontnews image description

20-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა საპატიმრო დაწესებულება, მინდა პატრიარქს და მეუფეებს მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ ღიად გამოვიდნენ და მოგვიწოდეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, საპატრიარქოს დამოკიდებულებამ პატიმრებს შთააგონა, რომ ბულინგს არ დაქვემდებარებოდნენ, ეღიარებინათ და მოენანიებინათ.

"მინდა პატრიარქს და მეუფეებს მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ ღიად გამოვიდნენ და მოგვიწოდეს, რომ ეს ხალხი იქნებ გაათავისუფლოთ. რომ საპატრიარქოს ბოლოდროინდელმა განწყობებმა და დამოკიდებულებამ მათაც შთააგონა ერთგვარად, რომ ბულინგს არ დაქვემდებარებოდნენ, ეღიარებინათ, მოენანიებინათ. ეს დამატებითი ბიძგი იყო. 20-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა საპატიმრო დაწესებულება, რაც ძალიან კარგია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები