Logo

მამუკა მდინარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკა
119
Frontnews image description

ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობები.

"ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების გეგმებზე.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიმართულებით, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

შეხვედრის ფარგლებში მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. ამასთან, ხაზი გაესვა „შუა დერეფნის“ მნიშვნელობას და ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც საიმედო და სტრატეგიული პარტნიორის როლზე.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ავთანდილ კუნჭულია დაესწრო", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები