მამუკა მდინარაძე – მიხეილ სააკაშვილი იმყოფება უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში

ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება.
როგორც მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაასრულა პოლიტიკური მოღვაწეობა.
“მიხეილ სააკაშვილი იმყოფება უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში. რა სიმბოლურია, მისივე ენაზე ტრუსკავეცში რომ იმყოფება. ღამით იმყოფებოდა, ვითომ ვიდეოს რომ დებდა, სასტუმრო „რიქსოსში“. შეიძლება ამ ინფორმაციის გახმოვანების შემდეგ დაიმალოს, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დაიმალება. ამ კაცმა კიდევ ერთხელ დაამთავრა საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობა საბოლოოდ, ამ მოქმედებით, ბინძური „ფეიკით“, რომელიც დღეს გამოამზეურა, დაამთავრდა „ნაცმოძრაობა“. ეს ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რადგან ამ ქვეყანას სჭირდებოდა, რომ პოლიტიკურად ამორალური ძალა დასრულებულიყო. წავიდა ვაბანკზე და ამ ვაბანკის, რისკის შედეგად მიიღო ის, რომ „ნაცმოძრაობა“ დღეს დასრულდა და ამას ქართველი ხალხი „ნაცმოძრაობას“ აჩვენებს საარჩევნო ყუთებთან“,- განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, დღეს „ნაცმოძრაობა“ ჩამოიშალა, შიგნიდან ისეთი ინფორმაციები გამოდის, რომ მელიასა და სააკაშვილის ფლანგის დაპირისპირება აშკარაა.
“ყველა ინფორმაცია, რომელიც ხმოვანდება ახლა ჩვენს მიერ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოსული ინფორმაცია. სხვა შემთხვევაში, თავად „ნაცმოძრაობის“ წევრები დარწმუნდებიან, რომ ასეთი ინფორმაცია ჩვენ ვერ გვექნებოდა, მათ შორის ისე დეტალიზებულად, როგორც გვაქვს ლანჩხუთთან, ზუგდიდთან დაკავშირებით. ჩვენ არავის ვუსმენთ და დარწმუნებული ვარ არც “სუს“-ს აქვს ეს მოსმენილი. დღეს „ნაცმოძრაობა“ ჩამოიშალა შიგნიდან ისეთი ინფორმაციები გამოდის, რომ მელიასა და სააკაშვილის ფლანგის დაპირისპირება აშკარაა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


