მამუკა მდინარაძე - ნურავის ექნება იმედი, რომ კორუფციაში ჩაერთვება, ფულს გაათეთრებს, სახელმწიფოს ან კერძო პირს დააზიანებს და ეს ფული შერჩება


ავტორი
Front News საქართველო
დღეს ვისაუბრეთ უკვე ჩვენ მიერ დაანონსებულ საკითხზე, რასაც ჰქვია დაზარალებულის ზიანის ანაზღაურების გარანტიები და ჩვენ ვიღებთ კანონს, რომელსაც ჯერჯერობით კიდევ აქვს კანონმდებლობის სახე, რომლის მიღების შემდეგ, დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების პირობები იქნება გაადვილებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ტრადიციული სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, სახელმწიფომ უნდა შეძლოს, რომ ზიანის მიმყენებლიდან ან მესამე პირიდან, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა ან ქონება ამოიღოს და დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდეს.
"მოკლედ რომ ვთქვა, ასე მარტივად ვეღარავინ იფიქრებს, მოდი, ახლა რამდენიმე წლით ჩავჯდები ციხეში და მერე რამდენიც არ უნდა მოვიპარო, რამდენი ზიანიც არ უნდა მივაყენო სახელმწიფოს თუ კერძო პირს, მე ეს შემრჩება. სახელმწიფომ უნდა შეძლოს, რომ ზიანის მიმყენებლიდან და თუ ვინმეს გადასცა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა თუ ქონება, ან რაიმე ფორმით სხვაზე გააფორმა, ამის ამოღება, შედარებით მარტივად - რა თქმა უნდა, შესაბამისი მტკიცებულებებისა და საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ასე რომ, ნურავის ექნება იმედი, რომ ან კორუფციაში ჩაერთვება, ან ფულს გაათეთრებს, ან ფულს სახელმწიფოს მოჰპარავს ან ვინმე კერძო პირს დააზიანებს და ეს ფული შერჩება. სახელმწიფო უზრუნველყოფს, კანონების და შესაბამისი აღსრულების სახით, რომ კორუმპირებულს, მიმთვისებელს და სხვის დამყაჩაღებელს - სიმბოლურად ასე ვთქვათ, არ შერჩება თანხა, ამაზე ნუ იოცნებებენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს