Logo

მამუკა მდინარაძე - რეზოლუციას მაშინ აქვს ფასი, როდესაც არის რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით

პოლიტიკა
100
Frontnews image description

რეზოლუციას მაშინ აქვს ფასი, როდესაც არის რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სვეტიცხოველში განუცხადა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის ინტრონიზაციას დაესწრო.

მამუკა მდინარაძემ უპასუხა შეკითხვას, რომელიც საფრანგეთის ასამბლეის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციას ეხებოდა.

"რომ გიპასუხოთ, ამას ჩალის ფასი აქვსთქო, ვიღაცები საკრიტიკოდ გახდიან. არა და 10 რეზოლუცია ვნახეთ, კიდევ უფრო მაღალი დონის ტრიბუნიდან და ტრიბუნასთან შექმნილი და ეს რეზოლუციები როგორ გაუფასურდა, იცით. აქედან გამომდინარე, რეზოლუციას მაშინ აქვს ფასი, როდესაც არის რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით. როდესაც რეზოლუციებში საქართველოს დასახელებაც კი, როგორც სახელმწიფოსიც კი არ არის ხოლმე სწორად, ჩვენთან ამას ეძახიან - მიაფუჩეჩეს, იმდენად ასე ერთი ხელის დარტყმით, ხელის მოწერით, ერთი თვალის გადავლებით იქმნება რეზოლუციები, რომ მერე ფასი თავისთავად ეკარგება. იმდენად არასერიოზული და იმდენად არასამართლიანი არგუმენტები დგას ხოლმე საფუძვლად რეზოლუციების უკან, რომ თავადვე აუფასურებს ის არგუმენტაცია და ის “ფაქტები”, რომლებიც მოტანილია რეზოლუციებში. ჩვენ კი არ ვამბობთ, რომ გაუფასურდა, უბრალოდ აუფასურებენ “ფაქტები”,  რომლებიც მოტანილია ამ რეზოლუციებში მათ საფუძვლად“, -  განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები