მამუკა მდინარაძე - როდესაც იდენტობაზე, ეროვნულობაზე და ტრადიციებზეა საუბარი, პოზიცია შეუვალია, იმიტომ, რომ ქართველი ყოველთვის ამ პოზიციაზე იყო

ავტორი
Front News საქართველო
როდესაც იდენტობაზე, ეროვნულობაზე და ტრადიციებზეა საუბარი, ამ შემთხვევაში პოზიცია შეუვალია. იმიტომ, რომ ქართველი ყოველთვის ამ პოზიციაზე იყო, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხის დამოკიდებულების ამაზე მკაფიო გამოხატვა არის შეუძლებელი.
"ქართველი ხალხის დამოკიდებულებაზე როცა ვსაუბრობთ, დამოკიდებულების ამაზე მკაფიო გამოხატვა არის შეუძლებელი. რა თქმა უნდა, ყველა აზრს, ყველა მიმდინარეობას აქვს თავისი ადგილი, მაგრამ როდესაც მთავარზე - იდენტობაზე, ეროვნულობაზე და ტრადიციებზეა საუბარი, ამ შემთხვევაში პოზიცია შეუვალია. იმიტომ, რომ ქართველი ყოველთვის ამ პოზიციაზე იყო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე




