მამუკა მდინარაძე - როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს პოლიციელს და ამერიკაში წვავს


ავტორი
Front News საქართველო
როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს ადამიანს, პოლიციელს და ამერიკაში წვავს, საშინელებაა - ამაზე უფრო სერიოზული რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ? ერთადერთი, იმას თუ ვიტყვით, რომ პიროტექნიკა ყველგან წვავს, ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი ამ პიროტექნიკამ ქვებთან ერთად, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპონენტები ისეთი უსამშობლოები არიან, რომ მიიჩნევენ, რაც დანაშაულია აშშ-ში, ის დასაშვებია საქართველოში. მდინარაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციას ქართველი პოლიციელი არ ანაღვლებს, შეუძლიათ ესროლონ ფეიერვერკი და შემდეგ თქვან, რომ ეს მშვიდობიანი აქციის ფორმაა.
"ესენი [ოპოზიცია] ისეთი უსამშობლოები არიან, მათი აზრით, რაც საშინელება და დანაშაულია ამერიკაში, ის დასაშვებია საქართველოში - ეს მიდგომა აქვთ. ქართველი პოლიციელი არ ანაღვლებთ, ამერიკელი პოლიციელი დაცული უნდა იყოს და ქართველი პოლიციელი არ უნდა იყოს დაცული - ამაზე დაეთანხმებიან, ჰკითხეთ თუ გინდათ. აგენტებს შეუძლიათ, მათ ესროლონ ფეიერვერკი და შემდეგ თქვან, რომ რა პრობლემაა, ეს მშვიდობიანი აქციაა. ერთადერთი კარგი რაც არის ამ ყველაფერში, ის არის, რომ საზოგადოება კიდევ უფრო კარგად ხედავს, რამხელა არამხოლოდ ორმაგ სტანდარტთან, არამედ რამხელა ულოგიკობასთან და უსამშობლობასთან გვაქვს საქმე ჩვენი ე.წ. ოპოზიციის, უფრო სწორად თუ დავარქმევთ, უსამშობლო ოპოზიციის მხრიდან", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა