მამუკა მდინარაძე – საქართველოს ხელისუფლება არასოდეს წავა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ამის სამართლებრივი მექანიზმი რომც არსებობდეს

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ვინც არ უნდა ითხოვოს, რა მოცემულობაც არ უნდა იყოს, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს მოიხდის საქართველოში, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.
“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მსჯავრდებულია და მის წინააღმდეგ რამდენიმე მიმდინარე საქმეც არის, მათ შორის საქმე საზღვრის უკანონო გადმოკვეთის თაობაზე.
“წარმოუდგენელია, შეუძლებელია {სააკაშვილის ექსტრადიცია ან გათავისუფლება}. საქართველოს ხელისუფლება არასოდეს წავა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე რაიმე ფორმით, ამის სამართლებრივი მექანიზმი რომც არსებობდეს. იმიტომ რომ ეს ადამიანი იმ სისტემის ავანგარდში იყო, რომელიც ისეთ რაღაცებს აკეთებდა… არ მინდა, აღარ გადავღლი მაყურებელს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


