მამუკა მდინარაძე - თბილისის საკრებულოს წევრები არიან ადამიანები, რომლებთან ერთადაც, კახა კალაძემ უნდა შეძლოს, რომ თბილისი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო მოწესრიგებული, კიდევ უფრო სიცოცხლით სავსე


ავტორი
Front News საქართველო
რამდენიმე ათეულ ადამიანს შევხვდით დამატებით, ვიდრე გადაწყვეტილებები მიიღებოდა კახა კალაძის, ირაკლი კობახიძის და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერების მიერ და საბოლოოდ არ შეირჩეოდა ღირსეული კანდიდატები. ბევრ ღირსეულ ადამიანს შევხვდით და გულიც დაგვწყდა ბევრ მათგანზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამოირჩიეს საუკეთესოთა შორის საუკეთესოები, რომლებმაც ყოველდღიურ რეჟიმში უნდა იმუშაონ მოსახლეობასთან და რომლებთან ერთადაც, კახა კალაძემ უნდა შეძლოს, რომ თბილისი იყოს უფრო ლამაზი, მოწესრიგებული და განვითარებული.
"ჩვენ ამოვარჩიეთ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები და მინდა დიდი მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც კანდიდატი არ არის, ჩვენთან შეხვედრაზე იყო ამ დღეების განმავლობაში და "ქართულ ოცნებას" ერთგულად უჭერენ მხარს, უჭერენ მხარს მშვიდობას, პატრიოტიზმს, ეროვნულ სულისკვეთებას, ამ ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას და რეალურ ხვალინდელ დღეს, ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებულს. ეს ადამიანებიც სწორედ ამ ნიშნით შეირჩნენ, ზოგი არის საკრებულოს მოქმედი წევრი, ზოგი ახალი კანდიდატია - ყველა მათგანს წარმატებას ვუსურვებ. ისინი უზრუნველყოფენ საკუთარ წარმატებას, ამაზეა აგებული შემდეგ იმ ადამიანების წარმატება, რომლებისთვისაც მათ უნდა იზრუნონ. თბილისის საკრებულოს წევრები არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ჩვენს მოსახლეობასთან, რომლებთან ერთადაც - კანდიდატებზე და მომავალ წევრებზეა საუბარი, კახა კალაძემ უნდა შეძლოს, რომ თბილისი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო მოწესრიგებული, კიდევ უფრო სიცოცხლით სავსე და მეტი სიკეთე უნდა ჰქონდეს ამ ქალაქს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
"ქართულმა ოცნებამ“ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ღონისძიებაზე, თბილისის მაჟორიტარობის 25 კანდიდატი წარადგინა.
თაგები:
მამუკა მდინარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს