მამუკა წოწერია – ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის მამუკა წოწერიას ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება, – ამის შესახებ მან სოფელ ჭითაწყარში ინდივიდუალური შეხვედრების დროს მოსახლეობას განუცხადა.
“მოსახლეობასთან ერთად შევჯერდით ძირითად პრიორიტეტებზე, რომელიც ამ სოფლისთვის არის აქტუალური. ჭითაწყარში ვაშენებთ საბავშვო ბაღს, რომლის ღირებულება 4 მილიონ ლარს აჭარბებს და ის გახლავთ ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი ჩვენი მუნიციპალიტეტის და ასევე აღსანიშნავია, რომ ხუთ საბავშვო ბაღზე გამოცხადებულია ტენდერი და უახლოეს დღეებში დასრულდება, რომელსაც აფინანსებს მუნიციპალური განვითარების ფონდი. შესაბამისად ჩვენი მიზანია, ჩვენი მოსახლეობისგან გავიგოთ ის აქტუალური საკითხები, ძირითადი გამოწვევები და შესაბამისად ერთად დავგეგმოთ ამ გამოწვევების აღმომფხვრელი ღონისძიებები“, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.
მერობის კანდიდატის განმარტებით, ბაღებთან ერთად პრიორიტეტული იქნება სასკოლო ინფრასტრუქტურა, ზუგდიდში ამ დროისთვის ხუთი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრები მამუკა წოწერიამ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ჯანაშიასთან ერთად გამართა.
თაგები:
მამუკა წოწერია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს