მამუკა წოწერია – გიგა ოთხოზორიას გმირობა და ქვეყნის უსაზღვრო სიყვარული მაგალითი იქნება მომავალი თაობებისთვის


ავტორი
Front News საქართველო
გიგა ოთხოზორიას დღეს 36 წელი შეუსრულდებოდა. სოფელ ხურჩაში ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ მოკლული ოთხოზორიას საფლავი დღეს ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა გვირგვინებით შეამკეს.
მამუკა წოწერია და ნინო ვიბლიანი ოთხოზორიას ოჯახის წევრებს შეხვდნენ და მის დედას გმირი შვილის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადეს.
“ჩვენი დროის გმირი გიგა ოთხოზორია დღეს 36 წლის გახდებოდა, რთულია ანუგეშო დედა, მეუღლე და შვილები, თუმცა გიგას გმირობა და ქვეყნის უსაზღვრო სიყვარული ყოველთვის მაგალითი იქნება ჩვენი მომავალი თაობებისთვის“, – აღნიშნა მამუკა წოწერიამ.
გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ქართულმა მართლმსაჯულებამ მას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თაგები:
მამუკა წოწერია