Logo

მამუკა ჟღენტი - რა რეზოლუციასაც მიიღებენ ხვალ, მას ექნება ძალიან დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა

პოლიტიკა
274
Frontnews image description

ყველამ კარგად იცის, რომ ეს ქვეყანა, თუ ქვეყანა დარჩა, იმართება რუსეთის მიერ, შესაბამისად, ჩვენ მტრები ვხდებით მთელი დასავლური ცივილიზაციის, - ამის შესახებ "საქართველოს ევროპული ფასეულობების ინსტიტუტის" დამფუძნებელმა და დიპლომატმა მამუკა ჟღენტმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის 90%-ს უნდა ევროპაში, მაგრამ თან ივანიშვილი უნდათ და თან ევროკავშირში გაწევრიანება და ჰგონიათ, რომ ეს თავსებადია. 

"ევროპარლამენტის რეზოლუციებს თუ სავალდებულო ძალა არ გააჩნიათ, ეს არ ნიშნავს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები ვინმეს შეუძლია კუთხეში გადადოს და ყურადღება არ მიაქციოს, იმიტომ, რომ ევროპარლამენტის გარეშე ვერანაირ გადაწყვეტილებებს, მათ შორის საბიუჯეტოს, ევროპული საბჭო არ და ვერ იღებს. ამიტომ, პოლიტიკურად ევროპარლამენტის ნებისმიერი რეზოლუცია და რეკომენდაცია უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპული საბჭოსთვის. 

მოგეხსენებათ, რომ საგარეო საქმეთა საბჭოს მორიგი სხდომაა ჩანიშნული, რომელიც კაია კალასის ხელმძღვანელობით იმართება და მოიცავს საგარეო საქმეთა მინისტრებს და  სადაც ასევე ჩანიშნულია საქართველოს საკითხთან დაკავშირებული განხილვა. ეს ივნისის სხდომის გაგრძელებაა. არის ვარაუდი, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ მტკივნეული იქნება "ქართული ოცნებისთვის". ის, რა რეზოლუციაც დაიდება და მიიღებენ ხვალ, მას ექნება ძალიან დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომელიც აისახება ევროპული საბჭოს 15 ივლისის შეხვედრის შედეგებზე.

ყველამ კარგად იცის, რომ ეს ქვეყანა, თუ ქვეყანა დარჩა, ბევრი მოიხსენიებს ორგანიზებული დანაშაულის ფორმირების მატარებელ ტერიტორიას, ეს ქვეყანა იმართება რუსეთის მიერ, შესაბამისად, ჩვენ მტრები ვხდებით მთელი დასავლური ცივილიზაციის, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის 90%-ს უნდა ევროპაში, მაგრამ ზოგს ჭკუა არ ჰყოფნის -  თან ივანიშვილი უნდათ და თან ევროკავშირში გაწევრიანება და ჰგონიათ, რომ ეს თავსებადია", - განაცხადა მამუკა ჟღენტმა.

Advertisement