მანუჩარ რობაქიძე - მიმდინარე წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 6 სახლი აშენდება

ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ხელმძღვანელობით, მერიის საკონფერენციო დარბაზში, სახლდაზიანების სოციალური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
მანუჩარ რობაქიძის თქმით, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 6 სახლი აშენდება.
კომისიამ პროგრამის ბენეფიციარები კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩია. მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
სახლდაზიანების სოციალური პროგრამა თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2019 წლიდან მოქმედებს და ახალი საცხოვრებლით უკვე სოციალურად დაუცველი 49 ოჯახი დაკმაყოფილდა.
თაგები:
თერჯოლა














