მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს


ავტორი
Front News საქართველო
ესტონეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, 17 წლის წინ, საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებით, რუსეთმა ნათლად აჩვენა თავისი აგრესიულობა და სურვილი, რომ თავის იმპერიულ წარსულს ჩაეჭიდოს.
“ამ დღეს, 17 წლის წინ, საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებით, რუსეთმა ნათლად აჩვენა თავისი აგრესიულობა და სურვილი, რომ თავის იმპერიულ წარსულს ჩაეჭიდოს. დღეს ესტონეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ჩვენ არც დავივიწყებთ და არც არასდროს ვაღიარებთ მისი ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციას“, - წერს მარგუს ცაჰკნა.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი, 26 000 კი დევნილად იქცა.
თაგები:
მარგუს ცაჰკნა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს