Logo

მარგუს ცაჰკნა - ყველას ესმის, რომ ახლა რუსეთზე ზეწოლისთვის იდეალური დროა

უკრაინა
142
Frontnews image description

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ ევროპა არ უნდა წამოეგოს კრემლის ხრიკს და რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები არ უნდა გამართოს.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში უკრაინამ რუსეთთან ბრძოლაში უპირატესობა მოიპოვა, გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობისა და ფრონტზე წარუმატებლობის ფონზე კი, მოსკოვმა ევროპასთან კონტაქტების დასამყარებლად ძალისხმევა გააძლიერა.

მისივე თქმით, მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები შედეგს იძლევა, გარდა ამისა, რუსული ჯარები ყოველდღიურად კვლავ უზარმაზარ დანაკარგებს განიცდიან.

"ახლა საუბრების ან მოლაპარაკებების დრო არ არის. ახლა რუსეთზე ზეწოლის დროა. მისი ტონი შეიცვალა. ყველას ესმის, რომ ახლა რუსეთზე ზეწოლისთვის იდეალური დროა. საერთო ჯამში, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ამჟამად არასტაბილურ მდგომარეობაშია“, – განაცხადა ცაჰკნამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები