მარგუს ცაჰკნა - რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს

ავტორი
Front News საქართველო
რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.
მისივე თქმით, ესტონელი ხალხი თავისუფლებისთვის ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს.
"ჩვენ მათ რეფორმებს მხარს ვუჭერდით. რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ. ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ. ეს ძალიან საშიშია. ესტონელი ხალხი თავისუფლებისთვის ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს“, - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
თაგები:
მარგუს ცაჰკნა
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


