Logo

მარიამ დოლიძე - მივმართავ გენერალურ პროკურორს, მოახდინოს რეაგირება ორი წლის თავზე, გამოიკვლიოს საკითხი და დადგეს მართლმსაჯულება

პოლიტიკა
61
Frontnews image description

ლაშა ჭიკაიძე, იოსებ კობახიძე, ანზორ ხმიადაშვილი, დავით ყამარაული - სწორედ ეს ადამიანები არიან ის სავარაუდო დამნაშავეები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ლევან ხაბეიშვილის გატაცებასა და წამებაში 2024 წლის 30 აპრილს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მარიამ დოლიძემ პროკურატურასთან განაცხადა.

მისივე თქმით, იაგო ახალკაცს, დავით ყამარაულს და ასევე, ლაშა ჭიკაიძეს ლევან ხაბეიშვილის წამებისათვის გადაეცათ ჯილდოს სახით ცეცხლსასროლი იარაღები.

"ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გდდ-ს სპეციალური ოპერაციების მართვის სამმართველოს თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსი იაგო ახალკაცი, სამმართველოს უფროსები - ლაშა ჭიკაიძე, იოსებ კობახიძე, ანზორ ხმიადაშვილი, ასევე დავით ყამარაული - სწორედ ეს ადამიანები არიან ის სავარაუდო დამნაშავეები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ლევან ხაბეიშვილის გატაცებასა და წამებაში 2024 წლის 30 აპრილს. ასევე, იაგო ახალკაცს, დავით ყამარაულს და ასევე, ლაშა ჭიკაიძეს ლევან ხაბეიშვილის წამებისათვის გადაეცათ ჯილდოს სახით ცეცხლსასროლი იარაღები. ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ ზვიად ხარაზიშვილი - "ხარება", გდდ-ს დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილი, სწორედ ეს ადამიანები ლევან ხაბეიშვილის წამებისას ფოტო-ვიდეოს იღებდნენ და შემდეგ ავრცელებდნენ.

მე მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს, მოახდინოს მყისიერი რეაგირება ორი წლის თავზე, გამოიკვლიოს საკითხი და დადგეს მართლმსაჯულება", - განაცხადა მარიამ დოლიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები