Logo

მარიამ ელიოზაშვილი – იმიტომ ჩამოვხსენი, რომ ყველგან არის გაფეტიშებული, ყველგან არ შეიძლება დროშის ასე გამოფენა

შემთხვევა
1241
Frontnews image description

მარიამ ელიოზაშვილმა, რომელმაც ბათუმში ლიფტში უკრაინის დროშა ჩამოხია, პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა. 

 

მისი თქმით, სამართალდამცველებს საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართა, რადგან სახლმმართველმა კადრები მასთან შეუთანხმებლად გაავრცელა. 

 

“არ იყო სწორი საქციელი და ნამდვილად არ ვამართლებ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოება, მაგრამ მე არ ვარ სახელმწიფოს მტერი. იმიტომ ჩამოვხსენი, რომ ყველგან არის გაფეტიშებული. ჩუსტებზეც ეხატა დროშა და ეს მიმაჩნია შეურაცხყოფად. ლიფტში იყო გამოკრული და ეს მიმაჩნია შეურაცხყოფად. ყველგან არ შეიძლება დროშის ასე გამოფენა, წმინდაა და პატივი უნდა სცე. პოლიციაში ვიყავი არა იმიტომ, რომ დამნაშავე ვარ. იმიტომ მოვედი რომ იმ პიროვნებაზე დამეწერა საჩივარი, ვინც არასწორი ინფორმაცია მიაწოდა წყაროს“, – განაცხადა ელიოზაშვილმა. 

Advertisement