Logo

მარიამ გრიგოლიშვილი - ახალგაზრდების პოლიტიკურ სივრცეში ჩართვა, მათთან ერთად გადაწყვეტილებების მიღება, გახლავთ უმთავრესი ქვეყნის განვითარებისთვის

პოლიტიკა
166
Frontnews image description

"ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული კონფერენციები  დღეს ქალაქ ბათუმიდან დაიწყო. სტუდენტებთან შეხვედრას ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები ესწრებოდნენ, რომელთაგან ერთ-ერთი მარიამ გრიგოლიშვილია.

გრიგოლიშვილმა ქვეყნის განვითარების უმთავრეს პირობად ახალგაზრდების პოლიტიკურ სივრცეში ჩართვა და მათი გამოწვევების მოსმენა დაასახელა.

"ეს გახლავთ სივრცე დიალოგისათვის, რადგანაც ჩვენ გვჯერა, რომ ახალგაზრდების პოლიტიკურ სივრცეში ჩართვა, მათთან ერთად გადაწყვეტილებების მიღება და მათ შორის, მათი გამოწვევების მოსმენა გახლავთ უმთავრესი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ ახალგაზრდებს, ყველას, ჩვენი წილი საქართველო გვიყვარს, ვართ ორიენტირებულები, რომ ჩვენი ქვეყნისთვის გარკვეული სიკეთე გავაკეთოთ, ეს პროექტიც, სწორედ, ამის გამოძახილია", - განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები