მარიამ გრიგოლიშვილი - გვჯერა, რომ ქვეყნის განვითარება იწყება იქ, სადაც ახალგაზრდები უფრო მეტად არიან ჩართული სახელმწიფო მართვის პროცესში

ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია ბათუმის შემდეგ, დღეს უკვე შეკვეთილში ჩატარდა. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სტუდენტებთან შეხვედრას ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები ესწრებოდნენ, მათ შორის მარიამ გრიგოლიშვილი.
მისი თქმით, ქვეყნის განვითარება იწყება იქ, სადაც ახალგაზრდები უფრო მეტად არიან ჩართული სახელმწიფო მართვის პროცესებში.
"შეხვედრების მიზანი გახლავთ უფრო მეტი ღია კომუნიკაცია ახალგაზრდებთან. მათ შორის, მათი საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინება, რადგანაც ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნის განვითარება იწყება იქ, სადაც ახალგაზრდები უფრო მეტად არიან ჩართულები სახელმწიფო მართვის პროცესში, სადაც სახელმწიფო მეტად ითვალისწინებს მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს და სადაც მათ აქვთ სწორი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით", - განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.
თაგები:
მარიამ გრიგოლიშვილი




