Logo

მარიამ ლაშხი - ნებისმიერ კანონდარღვევაზე პასუხისმგებელი იქნება ყველა, განურჩევლად ასაკისა თუ სქესისა

პოლიტიკა
3 დღის წინ / 14:15
392
Frontnews image description

არსებობს კანონი, შესაბამისად, იმ ამორალური საქციელისთვის მივმართე სამართალდამცველებს, რომელთა მიმართაც მაქვს ნდობა, პატივისცემა და მადლიერება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა მარიამ ლაშხმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერ კანონდარღვევაზე პასუხისმგებელი იქნება ყველა, განურჩევლად ასაკისა თუ სქესისა.

„დანაშაულის კლასიფიკაციას არ ვახდენ. მე ვარ როგორც ერთი დამოუკიდებელი მოქალაქე, მაგრამ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით. კანონმდებელი როდესაც ხარ, განსაკუთრებული მაგალითი უნდა იყო, როგორ უნდა დაიცვა როგორც ბავშვები, შენი ქვეყანა, ასევე ის ძირითადი პრინციპები და ღირებულებები, რაც ქვეყანაში არსებობს. ქვეყანაში არსებობს კანონი და, შესაბამისად, როგორც კანონმდებლის, მოქალაქის და ასევე დედის ინსტინქტით განვახორციელე იმ არასწორი, ამორალური და კანონდამრღვევი საქციელის შესაბამისი მიმართვა სამართალდამცველებთან, რომელთა მიმართაც დიდი ნდობა, პატივისცემა და მადლიერება მაქვს.

სამართალდამცველებმა ამ დანაშაულზე შესაბამისი რეაგირება მოახდინეს. კანონთან ყველა იქნება მართალი. ნებისმიერ კანონდარღვევაზე პასუხისმგებელი იქნება ყველა, განურჩევლად ასაკისა თუ სქესისა. სრულწლოვანი თუ ხარ, იმ დანაშაულებზე, რასაც ჩადიხარ, პასუხისმგებლობაც უნდა აიღო. შესაბამისად, ეს იყო ჩემი, როგორც მოქალაქის, კანონმდებლის და ასევე დედის ინსტინქტით გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

17 მაისს კაფეში მყოფ "ქართული ოცნების“ დეპუტატთან მარიამ ლაშხთან აქტივისტები მივიდნენ და მიმართეს შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ძირს რუსული რეჟიმი“. მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. მისი სარჩელის საფუძველზე თათია აფრიამაშვილს და ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.

Advertisement