Logo

მარიკა არევაძე - ნინო დათაშვილის მდგომარეობა დამძიმებულია, ერთადერთი გზა არსებობს, რომ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეცვალოს

საზოგადოება
119
Frontnews image description

ნინო დათაშვილის მდგომარეობა ციხის პირობებში დამძიმებულია, ერთადერთი გზა არსებობს, რომ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეცვალოს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა მარიკა არევაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნინო დათაშვილს ხერხემალზე მკურნალობა სჭირდება.

"ნინო დათაშვილის მდგომარეობა ციხის პირობებში დამძიმებულია. ეს უკვე მეორედ ხდება, როდესაც ურთულდება ხერხემალთან დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობა. მნიშვნელოვანია, რომ ნინოს მიეცეს შესაძლებლობა, რომ სახლის პირობებში ჩაიტაროს რეაბილიტაცია და მკურნალობა კლინიკის პირობებში. ამისათვის ერთადერთი გზა არსებობს, რომ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეცვალოს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე არის სრულიად აბსურდული და ნინო ტყუილადაა გამოკეტილი საპყრობილეში, ამის მიუხედავადაც უნდა შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება", - განაცხადა მარიკა არევაძემ.

ნინო დათაშვილი 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ფაქტის გამო, 20 ივნისს დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით აქვს ბრალი წარდგენილი, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული კი ჯარიმას, ან თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement