მარიუპოლის მერი აცხადებს, რომ ომის დაწყების შემდეგ ქალაქში, სულ მცირე 10 000 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მერის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ, ქალაქში არანაკლებ 10 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ვადიმ ბოიჩენკომ სააგენტო Associated Press-თან ისაუბრა.
ბოიჩენკო არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში 20 000-საც აღემატებოდეს.
მისივე თქმით, ქალაქში ამ დრომდე რჩება დაახლოებით 120 000 ადამიანი, რომელთაც საკვები, წყალი და მედიკამენტები სჭირდებათ.
მარიუპოლის მერის განცხადებით, რუსეთის ძალებმა მარიუპოლში მობილური კრემატორიუმები ჩაიტანეს.
ბოიჩენკოს განცხადებით, საოკუპაციო ძალებს ცხედრები სავაჭრო ცენტრში აქვთ მოთავსებული, სადაც მაცივრებია.
მისივე თქმით, რუსი სამხედროები მარიუპოლში ჰუმანიტარულ კოლონებს არ უშვებენ, რათა თავიანთი დანაშაული დამალონ.
თაგები:
მარიუპოლი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს