Logo

მარკო რუბიო - 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მოამზადა ვაშინგტონმა და ის მოლაპარაკებების საფუძვლად გამოიყენება

პოლიტიკა
110
Frontnews image description

უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი მოამზადა ვაშინგტონმა და ის მოლაპარაკებების საფუძვლად გამოიყენება, ზოგიერთი სენატორის წინააღმდეგობის მიუხედავად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში ომის დარეგულირების 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ამ კვირაში მედიაში გამოჩნდა, ვაშინგტონში შემუშავდა.

"სამშვიდობო წინადადება შეიმუშავა შეერთებულმა შტატებმა. ის შემოთავაზებულია, როგორც შემდგომი მოლაპარაკებების მყარი საფუძველი და ეფუძნება რუსეთის წინადადებას. თუმცა, ის ასევე ეფუძნება უკრაინის წინა და ამჟამინდელ წინადადებებს", - განაცხადა რუბიომ.

თუმცა, ზოგიერთმა სენატორმა განსხვავებული პოზიცია გამოთქვა. რესპუბლიკელმა მაიკ რაუნდსმა კონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუბიომ მას და სხვა სენატორებს დაურეკა და აუხსნა, რომ ეს მხოლოდ წინადადება იყო, რომელიც შეერთებულმა შტატებმა მიიღო და უკრაინულ მხარეს გადასცა.

მისი თქმით, ეს დოკუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს ვაშინგტონის ოფიციალურ გეგმად ან რეკომენდაციად.

Advertisement