
ავტორი
Front News საქართველო
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) “პრაიდის კვირეულს” სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ “ლგბტ” მოძრაობა და სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან უცხო ქვეყნებიდან, ცდილობენ ჩვენს საზოგადოებაში გააჩინონ მიმღებლობა გაუკუღმართებული ცხოვრების წესისა”.
როგორც ეპისკოპოსი აღნიშნავს, მათ არ უნდა მიეცეთ საშუალება ჩაატარონ ეგრეთ წოდებული ღონისძიება არც ლისის ტბაზე, არც ბაზალეთის და საერთოდ არცერთ კუთხეში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში.
“აღმაშფოთებელია, რომ მრავალი წლის განმავლობაში ”ლგბტ” მოძრაობა და სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან უცხო ქვეყნებიდან, ცდილობენ ჩვენს საზოგადოებაში გააჩინონ მიმღებლობა გაუკუღმართებული ცხოვრების წესისა. მათ გადაწყვეტილი აქვთ რვა ივლისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, პროპაგანდირება მოახდინონ ღვთისათვის საძულველი და განმამწარებელი სოდომიტური ცოდვისა, რისთვისაც აღიგავა პირისაგან მიწისა ქალაქები – სოდომი და გომორი. მათ არ უნდა მიეცეთ საშუალება ჩაატარონ ეგრეთ წოდებული ღონისძიება არც ლისის ტბაზე, არც ბაზალეთის და საერთოდ არცერთ კუთხეში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში. მათი სამიზნეები არიან ჩვენი შვილები და მომავალი თაობა. საზოგადოებამ უნდა მოახერხოს მშვიდობიანი გზით აღკვეთოს “ლგბტ” ტერორიზმი ქვეყანაში!” – წერს ეპისკოპოსი გიორგი.
თაგები:
მარნეული
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს