მარნეულის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევის შედეგად ორი წლის ბავშვი დაიღუპა
შემთხვევა
1301

ავტორი
Front News საქართველო
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში უბედურ შემთხვევას ორი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რადიო “მარნეულის“ ინფორმაციით, ბავშვს სახლში სავარაუდოდ, აგური დაეცა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
თაგები:
უბედური შემთხვევა




