
ავტორი
Front News საქართველო
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელს მხარდაჭერას უცხადებს.
“მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო სოსო მაისურაძეს, რომელმაც პასუხი გასცა ფსევდო ლიბერალური ღირებულებების მქონე ჩვენი ტრადიციების მაგინებელ ზურაბ (გირჩს), რომელიც მრავალი წელია, პოლიტიკას ამოფარებული ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა და ერს ულანძღავს ყველაფერ წმინდას.
იმთავითვე ცხადი იყო, რომ ჩვენს საზოგადოებაში მისი პროვოკაციული საქმიანობა არ დარჩებოდა პასუხგაუცემელი. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული ეთიკისათვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა, მაგრამ ძალადობაა ისიც, რასაც ეს “ნეოლიბერალური” ორგანიზაციები ეწევიან ჩვენს ქვეყანაში”, – აცხადებს ეპისკოპოსი.
მის განცხადებას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.
თაგები:
მარნეული
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს