მარნეულში არასრულწლოვანი დაჭრეს - ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან


ავტორი
Front News საქართველო
მარნეულში არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, 50-ზე მეტი მიყენებული ჭრილობით იპოვეს - ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
რადიო "მარნეულის" ცნობით, მარნეულის სოფელ ზემო ყულარში იპოვეს არასრულწლოვანი, რომელსაც 50-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული.
შემთხვევა 10 ივლისს მოხდა, თუმცა, როგორც დაზარალებულთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ბავშვის პოვნა რამდენიმე საათის წინ მოხერხდა.
მოზარდი მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი და რეანიმაციაში იმყოფება.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით მუხლით დაიწყო.
სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. დამატებითი დეტალები უცნობია.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს